ერთი თარგმანის ისტორია
მუხრანთან და გივისთან ერთად შოთა ჩანტლაძეს დაევალა, ეთარგმნა «კალევალა». აწმყოსთვის დაწუნებული პოეტი გახდა ნამყოში დასაბრუნებელი, წესიერად რათა დაემღერებინა დიადი რუნები. ჩრდილოეთის ქვეყანა პოხელი, ჯადოსნური წისქვილი სამპო _ და თვის ბოლოს _ ჰონორარი, სიგარეტისთვის და თავისუფლებისთვის სამყო. მაჭავარიანთან და ძნელაძესთან უწევდა შოთას იმ დროს მუშაობა, დალევა და _ ასე ითარგმნა ქართულად კარელიურ-ფინური ხალხური ეპოსი «კალევალა».
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი