მფრინავი


გაფრინდა და მართალი აღმოჩნდა:
შეაქეს, დალოცეს, მოუდრიკეს ქედი.
გაფრინდა მეორედ და კვლავ მართალი აღმოჩნდა:
მიიღეს, არ დაამადლეს პური, წყალი და
სავარცხელი ფრთა-ბუმბულისათვის.
გაფრინდა მესამედ და ამჯერადაც მართალი აღმოჩნდა:
აიტანეს, შეეგუვნენ.
გაფრინდა მეოთხედ და მტყუანი აღმოჩნდა:
ანგელოზის სულელი პლაგიატორი უწოდეს.
მაინც გაფრინდა მეხუთედ და _
ესროლეს,
მოკლეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი