სიზმართან ჩავლილია მრუდად


დაღლილი ფეხი ტკეპნის
თოვლის ძველ ფენას, ყვითელს,
ბინად ელოდება ქალი
მამაკაცს, სიყვარულში მყვინთველს.

მუქი ღრუბლეთიდან მორბის
უფლის დაწყვეტილი განცდა,
ფეხის გადაღლილი გეზი
ბედის მკრთალ ნიშნულებს გასცდა.

და საღამურის მხურვალებას
კვლავაც ასამარებს მდედრი,
ყვითელს კი შიშის თხელ ფენად
ეკვრის უსაშველო თეთრი.

ასეთი არის ყოფა,
ასეთი იყო მუდამ,
კაცის გადაღლილი ფეხი
სიზმართან ჩავლილია მრუდად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი