უშანგი გაბიტაშვილის ხსოვნას
მხოლოდ მზის სხივი არ ჩერდებოდა ჩემს თვალებთან დაეჭვებული. თავწახრილიც რომ ვყოფილიყავი, მხოლოდ ჩემ გამო, მილიონობით წლის წინ განსაზღვრულ ტრაექტორიას იმრუდებდა, რათა როგორმე თვალის ჭრილში შემოეღწია _ გაღუნული მზის სხივები, აი, ერთი, რაც ცხოვრებამ დამამახსოვრა. სხვა არაფერი იქ არ ყოფილა _ ნივთები და ანარეკლები, ჩემს თვალებთან გაჩერებული, სხვებთან დარიგდა. და დაღუნული მზის სხივებიდან გამოჭრილმა ალფაბეტის ასოებმა გამომდეს მხოლოდ თავიანთი ბოლოები ქუთუთოებზე. სხვა არაფერი იქ არ ყოფილა _ ამიტომაც მოხდა ისე, რომ პირველივე რეალურ საგანს _ ათას ცხრაას სამოც წელში ავარიაში მოყოლილი ალბერ კამიუს ავტომობილს _ თბილისის ქუჩებში მივესალმე და შევეჯახე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი