ლექსის წერის მეთოდი
აურიე ადამიანები ნივთებში, მერე გამოაცალკევე. სანამ გამოაცალკევებ, ერთმანეთის თვისებები გადაედებათ. ჰოდა, მერე წერე ადამიანებზე, როგორც ნივთებზე და რაც მთავარია – პირიქითაც. აურიე ლურჯი და ყვითელი ერთმანეთში, მიიღებ მწვანეს. ან ლურჯი და წითელი - მიიღებ იასამნისფერს. ბევრ პოეტს უყვარდა ფერები. განსაკუთრებით თრაკლს. სულ ერთმანეთში ურევდა, თუმცა ალბათ იყვნენ ისეთებიც, ფერები რომ სძულდათ. აურიე სამოთხე და ჯოჯოხეთი ერთმანეთში - მიიღებ ბლეიკს. ან მინიმუმ – მილტონს. თუმცა თუ აურევ, იცოდე, მერე გაგიჭირდება გამოცალკევება. აურიე. ერთი სიტყვით – აურიე. კარგად, ბოლომდე აურიე. და მერე შეეცადე გამოაცალკევო. ეგაა, მეტი არაფერი პოეზია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი