ციმციმი
ციკლიდან „აივნის ლექსები“ ადამიანები არჩევდნენ საქმეს. პატრულის მანქანა ციმციმებდა. ადამიანები არჩევდნენ საქმეს. პატრულის მანქანა ციმციმებდა. ადამიანები არჩევდნენ საქმეს. პატრულის მანქანა ციმციმებდა. ადამიანები ციმციმებდნენ. პატრულის მანქანა კი არჩევდა საქმეს. ადამიანები ციმციმებდნენ. პატრულის მანქანა კი არჩევდა საქმეს. ადამიანები ციმციმებდნენ. პატრულის მანქანა კი არჩევდა საქმეს. ადამიანები ციმციმებდნენ. პატრულის მანქანა კი ციმციმებდა. ადამიანებები ციმციმებდნენ. პატრულის მანქანა კი ციმციმებდა და ციმციმებდა. ადამიანებები ციმციმებდნენ. და მანქანაც ციმციმებდა. ადამიანებები ციმციმებდნენ. და მანქანაც ციმციმებდა. მე კი ვიდექი აივანზე და ვციმციმებდი. მე ვიდექი აივანზე და ვციმციმებდი. მე ვიდექი აივანზე და ვციმციმებდი. მე ვიდექი აივანზე და ვციმციმებდი. ანუ: ადამიანები ციმციმებდნენ. მანქანა ციმციმებდა. მე ვციმციმებდი. ხოლო ზემოთ ვარსკვლავები წვალობდნენ რომ ეციმციმათ ისე როგორც ჩვენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი