კოცნა
როცა უსიტყვო დიაბეტი გაქვს სამ ჩაის კოვზ სიტყვას ვყრი შენს სისხლში და კარგად ვურევ. თან სულსაც ვუბერავ, მალე რომ შევაგრილო და მერე ფინჯნის პირით მივიყუდო პირზე. ამ დროს ფინჯანი ორივე ხელით მაქვს მაგრად ჩაბღუჯული. და როცა დაცლილ ფინჯანს მიწაზე ვდგამ და მისი ფსკერიდან ამოსული რამდენიმე დაუჯერებელი ბგერა მესმის, მე ვგრძნობ მათში ჩემს მიერ ჩაყრილი შაქრის ლინგვისტურ სიტკბოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი