ვექტორი
ცაში... იქ, ცაში... ჩემს თავს ზემოთ, ამ სახლებს ზემოთ... ცაში... ლურჯში და ნაჩიტარში, ნათვითმფრინალში... მაღლა, სულ მაღლა, მაღლას მაღლა, ჰეი, შორს, ცაში.. ცაში, სადაც შენ აგახედე... გახსოვს, ჰო, ცაში... შარშანწინ, ასე, ერთი წამით ადრე... ო, ცაში... აგახედე და შეგეხე მას მერე, რაც ცაში... აი, იმ ცაში აგახედე, და იმავ ცაში... ო, იმავ ცაში, ნაღმერთალში, ნაღრუბელარში... მეც ავიხედე... რა თქმა უნდა, მეც, იმავ ცაში... იმ ქალაქს ზემოთ, სადაც ვცხოვრობთ... ზუსტად კი _ ცაში... ძალიან ზუსტად, მხოლოდ ცაში, ერთადერთ ცაში... იქით, იქითკენ, მართალია, მაგ ბუშტებს გასწვრივ... მაგ ბავშვებს გასწვრივ, ცირკის კიბეს რომ წინწკლავენ... ჰო, მანდეთ, ცაში... ცაში, იქ, სადაც... ყველაფერი თავსდება ცაში... ჩემი სათვალეც, შენი ჩანთაც, ეს მუზის ძეგლიც... თუკი აისვრი მაგრად მაღლა, იქ, მაღლა, ცაში... ქუდივით, მაღლა... მზერასავით... ქვასავით... ყვავს რომ... მოხვდება... იმ ყვავს, რომ დაფრინავს ცაში... იქ, ცაში... ყვა... ყვავი ცაში... ყვავი ცაში... სწორედ იმ ცაში... რომლისაკენაც გითითებ და ვამბობ: ჩვენ, ცაში... ლურჯში, ჩიტუხვში, სიზმარუხვში, თვითმფრინავუხვში... ჩვენ, ასეთ ცაში, ასეთ ცაში... და ისეთ ცაშიც... სადაც ჩვენ, როგორც... რა თქმა უნდა, როგორც ძველ ცაში... და გინდა ისე, გინდა ასე, ისე თუ ასე, რაღა თქმა უნდა, ყველგან ცაში... სულ მაღლა, ცაში... სადაც ჩვენ ერთხელ, გახსოვს?.. ერთხელ, მე და შენ ცაში... სწორედ ამ ცაში, ერთადერთში, უტყუარ ცაში... მე და შენ ერთხელ... ცაში... ცაში... მე და შენ ცაში...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი