სახლი
აი აი სახლი აი სახლი ჩემი პატარა - დედამიწასავით მშვიდი - გრიგალივით აუცილებელი - „პეპსი-კოლასავით“ აი აი სახლი აი სახლი შენი თბილი - საზაფხულო კაბასავით ტკბილი - ალუჩასავით საიმედო - აბრეშუმის ძაფივით აი აი სახლი აი სახლი ჩვენი გაწკრიალებული - წვიმიანი ამინდივით მყუდრო - აჩქარებული გულისცემასავით ხალისიანი - შემოდგომის ბაღივით აი აი სახლი აი სახლი ჩვენი ცხვირწატეხილი ჩანგლებით მორყეული სავარძლით კედლებზე მეგობრების ნახატებით აი აი სახლი აი სახლი ჩვენი კარს გავაღებ მოდით სიგარეტი მოვწიოთ ვილაპარაკოთ დიკინსონზე ლეღვის მურაბაზე დავლიოთ ჩაი დავლიოთ ლიქიორი ცოის მოვუსმინოთ ერთმანეთს მოვუსმინოთ მე და შენ ვიცეკვოთ შენ და შენ აივნიდან მშვიდია ქუჩა ის და ის ჩურჩულებენ ბრები ჩურჩულებენ სათამაშოები პიანინოს თავზე ჩურჩულებენ აი სახლი აი ის სახლი აი ის სახლი ჩვენი ქათქათა - ყაყაჩოსავით ბრდღვიალა - წყალივით უღრუბლო _ ჩვენი სიყვარულივით აი სახლი აი ის სახლი აი ის სახლი ჩვენი რომელიც ვერ ავაშენეთ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი