არაადეკვატური რეაქცია
სათქმელი აღარა მაქვს, სათქმელი დამელია. ყველაზე ნამდვილი სათქმელი - დუმილია. მეც წავალ, ცხადია. ნეტავი თუ მელიან! ყველაზე დიდი მოლოდინიც- დუმილია! რაღა დროს ზარია, რაღა დროს ყურმილია - ყველაზე ბრძნული საუბარი - დუმილია! ნეტა არ შემესვა, ნეტა არ დამელია - ყველაზე ტკბილი სასმელიც - დუმილია! მთავარი განა მზე, მთავარი - ღამეა, სოკრატეს მთავარი სათქმელიც - შხამია! ის წიგნიც - ბლეფია, ეს ლექსიც - ტყუილია! - ნამდვილი სათქმელი - ჯვარცმულის დუმილია! ეს კიდევ -ვითომდა ჭკვიანი ფუტურო - ეს ისევ ხელებს შლის - რაღაცას ბჟუტურობს... შევცქერით ტორტის ვარდისფერ ტრაპეციას. ვდუმვართ. დუმილი - ღმერთების ტრაპეზია.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი