არათანაბარი ქორწინება
ღალატის სუსხმა, ჭორების ქარმა დააძაბუნა მოხუცის კარმა! ის, რაც შეუნდო ქალს - როგორც კაცმა ვერ აპატია ცოლს - როგორც ქმარმა... ახლაც - მოხედა შერცხვენას ჩავლილს და სულ უბრალოდ იძია შური: ცოლის დასხმული - გაცივდა ჩაი, ცოლის მოწვდილი - არ ჭამა პური...
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი