ბუხარში დასაწვავი ლექსპრომტი
რას ნახავდა უკეთესს! - გაიხედა: უკვე თოვს! ცოტა შეფიქრიანდა - ბუხარს რა შეუკეთოს! გაახსენდა - ლირიკა დიაცია სიძვისო, თან, წარმოგიდგენია? - დიდებულად იწვისო... რაც კრიტიკამ უქო და რაც კრიტიკამ უძაგა - ერთიცა და მეორეც ცეცხლში გადაუძახა. ამ ბუხრების ამომყვანს ღმერთმა ხელი უკეთოს! უკვე იწვის. უკვე წუხს. უკვე სტკივა... უკვე თოვს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი