გადაშლილი გულის ლექსპრომტი
ჯერ სულ ჩაი მიდუღა და მერე ყავა მიხალა და მერე სული მიბერა და - ბოლოს, უცებ, მიღალატა... როცა სულ არ მოველოდი, სწორედ მაშინ მიყელა და - ამას როგორ ვიფიქრებდი - ხელის ბიჭთან მიღალატა... მოკლედ, ქალმა, როგორც ქალმა, მიბოზა და მიქალა და - სიმწრისაგან მეცინება - გამთიშა და მიღალატა... ჩაი რაღას მიდუღა და ყავა რაღას მიხალა და სული რაღას მიბერა და ბოლოს რაღას მიღალატა...
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი