დედაჩემი - სამაგალითო დიასახლისი
ქრისტე არ ხარ, მაგრამ ერთხელ მოშიებულ ას კაცს სულ უბრლოდ გაუყავი ერთადერთი პასკა! პასკა რაა! - სუფრა მახსოვს ასჯერ უკეთესი: ას მშიერ კაცს ამყოფინე ერთადერთი თევზი! იქნებ თავად მაცხოვარსაც შეოარვოდა შური: ას მშიერ კაცს უწილადე ერთი დედას პური! ერესია შედარება მოკვდავის და უფლის, მაგრამ თუკი უფალია შემწე შენი სუფრის?!. არ ენახოს შენს ნაშიერს შიმშილი და ომი! - შენს ნაშიერს, შექმნილს შენი ღვთაებრივი ცომით... შენ რომ იცი, სხვამ ვინ იცის სუფრის უცებ გაშლა! ხედავ? - სიტყვას ვერც ვამთავრებ, პირებს გვიწვავს ხაშლა...
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი