ვეფხისტყაოსნის ახალი გამოცემა
ავთანდილი, ფრიდონი, და, ცხადია, ტარიელი! - საქართველო ესაა: ტყვიაგაუმტარი ერი! საქართველოს სხეულში ჯინი ბუდობს და რა ჯინი: თინათინი, ასმათი, და, ცხადია, დარეჯანი! ოცდაექვსი მაისი - დილა, მართლაც საოცარი! ხელში წიგნი მიჭირავს! - ახლაც - ვეფხისტყაოსანი! ნეტა ყველა უდაბნო მწვანედ გადამაღებინა, და ლომ-ვეფხვის ამბავი ფილმად გადამაღებინა! დაინახოს მსოფლიომ ტყვიაგაუმტარი ერი - ავთანდილი, ფრიდონი, და, ცხადია, ტარიელი!
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი