თიხის სამი ფირფიტა
წარწერა ოთარ ჭილაძის წიგნზე აკვირდები ცისარტყელას - ღმერთისა და კაცის ტიხარს. ტიხარს აქეთ - კაცი ხარ და ტიხარს იქეთ - პოეტი ხარ! თვითონ ღმერთის შესაქმნელი - ტანჯვით მოიპოვე თიხა, და ფირფიტა ვრემლით ზილე - ბედნიერი პოეტი ხარ! მიგიტევეს სევდას ციურს - ფრთალაღი პოეტი ხარ. სხვაზე მეტი დარდი გაქვს და სხვაზე კაი პოეტი ხარ. მიკვირს კიდეც ზოგჯერ, როცა ჩვენთან გხედავ - დგახარ! ზიხარ! სულ ღმერთებში იტრიალებ, ოდეს აიღებენ ტიხარს!..
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი