თოვლიანი ზამთარი. საღამო
მიდიხარ თოვლში თოვლივით კარგი და კარგი ბიჭის ერთგული ცოლი, და სუსტი მხრებით შენ მიგაქვს ხარკი – ათასი ბიჭის ნასროლი თოვლი. გამახსოვრდება გაშლილი მხრები... გაკრთობს ქუჩაში ნაპოვნი ვნება, მაგრამ ოჯახში იოლად თბები... და სხვისი თოვლიც... იოლად დნება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი