იმედგადაწურული ლექსპრომტი
ან უნდა თავი მოვიკლა, ან უნდა ვინმე მოვკლა... ანდერძი დაწერილი მაქვს, ბარგს - ორ-სამ წუთში მოვკრავ. თუმცა სად უნდა წავიღო, სად მივიტანო! ვისთან! - იმ წუთის მერე სად ვნახავ მის ღიმილსა და მის ტანს... ან ეს კოლტ-კობრა ვის უნდა, ან ეს ფინური დანა... უმისამართო კაცი ვარ, უტელეფონო თანაც... თუ კიდევ დამრჩა ძმაკაცი, ჩემთვის სიკეთე რომ ქნას - ამის უკეთესს რას იზამს - მხიოს ტყვია ან მომკლას... ...ანდერძი უკვე დავწერე, ბარგის დავიწყე მოკვრა - ან უნდა თავი მოვიკლა, ან უნდა ვინმე მოვკლა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი