კონცერტი: ბრამსი, რაველი , ვაგნერი
გრძელი და მათრობელა, ვით რაველის ბოლერო - ფოიეში „მზიური“ მეც რომ გავაბოლე! რო გავაბოლე! რო გავაბოლე! რო გავაბოლე! რო გავაბოლე! რო... ჩემს წინ ამოიზიდა მთები, მაგრამ რა მთები! თვალწინ გადამეშალა ველი, მაგრამ რა ველი! ბრამსი! მაგრამ - ვაგნერი? მაგრამ - მორის რაველი? წვიმა წვიმდა ისრისა... ისრით მოისრა ველი... მე რომ ზოგჯერ მაბრაზებს - ფიქრობს, იბრძვის ის ერი! გმინავს უვერტიურა ბრძნული „ტანგეიზერის“, მე კი კვამლის სპირალში მაგონდება ბოლერო: ეს სულ იმის ბრალია, მეც რო გავაბოლე! რო გავაბოლე! რო გავაბოლე! რო გავაბოლე! რო...
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი