ლექსკლუზიური საიუბილეო
ქალბატონ გულიკო ჩაფიძეს რაც არ უნდა მოხდეს აწი, ეს სამოცდაათი წელი - ოცდახუთიათას ხუთას ორმოცი დღე ხომ გავძელი! აქეთ - აკაკი და ვაჟა, იქეთ - პუშკინი და შელი! რა თქმა უნდა - ჰომეროსი! რა თქმა უნდა - რუსთაველი... გალა. დანტე. რემბო. ლორკა. ანრი ბეილი და ბელი... ჩემზე უფრო მათი იყო ეს სამოცდაათი წელი... ... ცას ცრემლიანს ავცქერი და მეც გაფრენას ჩემსას ველი - სიცოცხლისთვის, სიკვდილისთვის - ორივესთვის მადლობელი...
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი