მარინე იაშვილი კონცერტიდან დაბრუნებული ლექსპრომტი


შიმშილითაც ვკვდებოდე -
არ ვინატრებ ხემსს! -
ვიოლონოს ვინატრებ -
შენს ღვთაებრივ ხემს!

წყალს არ დავლევ - მწყუროდეს,
პურს არ შევჭამ - გრამს! -
შენს კრეისლერს გავყვები,
შენს დიდებულ ბრამსს!

დე ფალიას უცნაურს
და უცნაურ კროლს!
ტაშს დავუკრავ შენ მიერ
შესრულებულ როლს! -
ვირტუოზის როლს! -
ვირტუალურ როლს!

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი