მეორე ნახევარი


თავს რით დაიხსნი - ფიქრის მძევალი,
სევდის მსახური, დარდის მხევალი...
თუმც ნახევარი ვერსად იპოვე -
გრძნობ, შენც ვიღაცის ხარ ნახევარი...
არ გეხერხება, ზოგიერთივით,
ლაქლაქი, ჭრი გაუთავებლად!
ჭრა-კერვა, ცხობა იცი ღმერთივით,
იცი შარვლების გაუთოება...
არც იუცხოებ, არც ითაკილებ
შენი კაცისთვის ფეხის დაბანას...
ოჯახს ააწყობ - ისე საკვირველს -
მისიც და შენიც - შურდეს ტაბანათს...
შენ გეყოლება ქვეყნის ქათმები,
ქმარს ეყოლება ქვეყნის მწევარი...
შენ რომ გეკუთვნის და გენატრება,
ნეტა, ვინაა ის ნახევარი...
ღომის ცეხვისთვის ღამისმთევარი -
ნეტა სადაა ის ნახევარი! -
წყალი მოზიდოს, შეშა დააპოს,
ბოსელში ებას ხარი ყევარი!
შენი, მთლად შენი,
შენთვის, მთლად შენთვის -
ვის მიემატა ის ნახევარი...

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი