მხოლოდ შენ ერთს... მხოლოდ შენ _ ასს!


ათასნაირი არის მწერალი!
ათასნაირი არის მწვერვალი! _
თუნდაც აკაკი! თუნდაც პუშკინი!
თუნდაც გონგორა! თუნდაც ნერვალი...

მრავალნაირი არის ასაკი!
თუნდაც – რუსთველის! თუნდაც _ ბალზაკის!
გოგო _ ოცი წლის! კაცი ასი წლის!
დილა _ ზღაპარი! ღამე _ ფარსაგი...

ფერი _ ყვითელი! ფერი _ კაპასი!
ფერი _ გოდება! ფერი _ ლოცვანი!
ვთქვათ, რაფაელი! ვთქვათ, კაკაბაძე!
ვთქვათ, ბოტიჩელი! ვთქვათ ფიროსმანი...

ფიცი _ მართალი. სიტყვა _ ირიბი.
ღიმილებს შენსას ფარავდეს ღმერთი!
ნეტა მომასწრო შენს კლონირებას _
რად უნდა იყო შენ მხოლოდ ერთი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი