პირველი თებერვალი


გადამირბინა კაცმა. გადმომირბინა ქალმა.
გადმომირბინა ძეწნამ,
გადამირბინა პალმამ, გადამიფრინდა ქორმა,
გადმომიფრინდა ბატმა.
გადაიფრინა წერომ -ცხრაათას ცხრაას ათმა.

გადაუარა სახეს მკრთალ-მეწამულმა ალმა.
ძეწნა, ქალი და კაცი, ქორი, წერო და პალმა.

მოწყენილია ჯაბა. ცარიელია კიბე. დახეულია ჯუბა.
მოპარულია „ჯიპი“.
მოჩქეფს კედლიდან სისხლის. წვეთავს წადრიდან ცრემლი.

მარხავს სილაში
ფალოსს დაგომეელი ტიპი.
ქარი, ქარი, და ქორი. პალმა, პალმა და პალმა.
გადამირბინა კაცმა. გადმომირბინა ქალმა.

იატაგანი. ფარი. ხონთქრის ვეება ცალმა.
გადამირბინა ძეწნამ. გადმომირბინა პალმამ.

დნება ყინული მზეზე. ეცემა ალენ კალმა.
ქორი, ქორი და ქარი. პალმა, პალმა და პალმა.

თვითნაც, „რენოც“ მისი - დაღუპა კაცი რალმა!
წერო, კაცი და ქალი!
ქალი, კაცი და პალმა...

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი