პოეტის ბოლოსიტყვაობა


მოვა და თვალზე ხელს აგვაფარებს,
ჩვენ კი არ ვიცით, ვინ არის იგი...
ასე მთავრდება ყველა ზღაპარი
და იხურება ცისფერი წიგნი.

ნანობს ურჩხული: „სულ ვიცოხნები.
დამწყდა მკლავები. მტკივა კუნთები.
მე დავიღალე - მთელი ცხოვრება
ნაფეხურების წაშლას ვუნდები“...

ყველა ზღაპარი როოგორ გასრულდა,
სად მომიყვანა ჩემმა ბილიკმა...
მე ვნახე სულში ამოკაწრული
სიკვდილ-სიცოცხლის რთული ბილინგვა.

ღიმილი მოაქვს გოგოს ფსატიდან,
რომელსაცც წეღან ნიავი წეწდა,
და თეა ჩემთვის ისე ატირდა,
თითქოს სიცოცხლე საერთოდ შეწყდა.

დგას ობელისკი ცად აზიდული -
სად შემიტყუა ვიწრო ბილიკმა...
ვნახე სიცოცხლეც, ვნახე სიკვდილიც -
მე ორივესი კმაყოფილი ვარ!..

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი