პოეტის რეპლიკა


სამოც წელზე მეტია, რაც
შხამის წვეთოვანი მიდგას!
რაც მართალი მართალია,
მიკვირს, სული როგორ მიდგას!
ბედს ეს სურდა - ჩართული ვარ
მის უხილავ აპარატზე!
ვწუხვარ - არ აინტერესებთ
ეს ჩვენს ქართველ პაპარაცებს...
შუბლი ჩემი, ლოყა ცემი
მიტომა გავს ასე მიტკალს -
სამოც წელზე მეტია, რაც
ცრემლის წვეთოვანი მიდგას...

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი