სამზარეულო - სალონი


რა იციან ქალებმა - რა იციან დიაცებმა! -
აბოლებენ სიგარეტს, აყოლებენ „დიაზეპამს“!
ყავის შოვნა არ გინდა? -ადუღების მოხერხება!
„ჩემი „იუბკა“ ჩაიცვი, გამხდარი ხარ, მოგერგება!“
„კარგი ერთი! ბლეფია! დამიჯერე, არი მით,
თთქო სოხუმისაკენ ქართველების ჯარი მიდის!“
მათ ვინ ეტყვის მადლობას პრობლემების განხილვისთვის,
ან საყვედურს ვინ ეტყვის ზოგი ვინმეს გაკილვისთვის!
ისევ ათოვს გაგრას და ათონსა და ახალ ათონს...
არაფერი არ დარჩა, არც არავინ - საღალატო...
ადრე დგება ყველა და, მაინც ყველა - გვიან წვება!
ვერ ერევა ტკივილებს -ჭრა არა აქვს „დიაზეპამს“.
ახლაც ათოვს სამშბლოს - ათონსა და ახალ ათონს...
დარჩა რამე? - მითხარი! დარჩა ვინმე? - საღალატო...

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი