სარკეში წასაკითხი ლექსი
შენ ჩემს სხეულს (იქნებ სულსაც) ჩემზე მეტად, სარკევ, ფლობ! შენი შესაძლებლობებით ზოგჯერ მეტად სარგებლობ! ზოგჯერ ისე მიმეორებ, ვერც კი მოეგები გონს, და ჩავცქერი, ვაკვირდები ჩემს უცნაურ ეპიგონს! იმეორებ ნაოჭს, ღმილს, ცრემლებს, ახოვანებას, ოღონდ... დღემდე ვერ ახერხებ კაცის გახმოვანებას. ის, ვინც მბაძავს გარეგნობით, არც ჭკუით მგავს, არც გენით! მე მარჯვენა ხელს ავუწევ - ის მპასუხობს მარცხენით! თუ - პირიქით -ავდექი და მემარცხენე ვაჩვენე, თითქო ჯიბრში ჩამიდგაო, ის ამიღებს მარჯვენეს! სარკის გამოუცდელობამ, სარკის ეპიგონიამ დიახ მეტად გამაკვირვა, ამირია გონება! მიმეორებს სიტყვასიტყვით, როგორც ცუდი მთარგმნელი, ანუ თერძი - ცუდი თარგის ცუდად გადამთარგველი! არც ნაოჭი გამორჩება, არც თმა, არც ხნოვანება, ოღონდ... რა ქნას: ვერ ახერხებს კაცის გახმოვანებას!
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი