სეიკო
ვნომრავთ წლებს და თან ვალაგებთ ათ _ ათად და ოც _ ოცად! სიჭაბუკე _ მიგრიალებს და სიბერე _ მოცოცავს... გადის წლები _ ორ-ორი და სამ-სამი და ხუთ _ ხუთი! მოაქვს ცრემლი და სანაცვლოდ მიაქვს სიცილ-ხითხითი! ყალბი იუბილეების ხუთ_ხუთი და ათ_ათი! ყალბი ფული, ყალბი ქალი, ყალბი ზნე და ადათი... თავზე გვადგას დრო _ ჯალათი, აგენტი და ასასი _ ხუთ_ხუთი და ათ_ათი და ოცი_ოცი და ას_ასი... ვინ გაუძლო! რა ათინამ, რა პომპეიმ, რა ტროამ! _ ტარიკუნა! ადი ზემოთ! ნახე ერთი, რა დროა! შესვა სიმონიკომ სიყვარულის საინძელო _ გაუმარჯოს კარგ ქალს! გაუმარჯოს კარგ კაცს! _ დედამიწის! იქნებ მთლად სამყაროს კარკასს! კაცის გამო ქალი როცა კარგავს ჭკუას... ქალის გამო კაცი როცა ჭკუას კარგავს... ქმარს რომ ელის წლობით _ ზის, დარდობს და ქარგავს! თან ამ აღვირახსნილ დედაკაცებს არ გავს... მომლოდინეს ასეთს _ ვენაცვალე კარგ ქალს! ვენაცვალე კარგ კაცს _ დედამიწის კარკასს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი