სიმღერა
ისე მომწონს ეს კაბა! ისე მომწონს ეს კაფე! ისე მამღვრევს კაბაზე გადაღვრილი „ნესკაფე“, სისხლში ჩაბუდებული, გულში შემოპარული - სიყვარული - ფარული! „სიყვარული“ - პაროლი! მაჯა თუ ააჩქარა, ხდება მაშინ აშკარა! უნდა თავიც მოიკლა - მარტო გლოვა არ კმარა! პაემანის ადგილი - ეს კიბე და ეს კაფე! სიყვარული - ადვილი! - „ჯაკობსი“ და „ნესკაფე“!
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი