სიმღერა
წუწნისაგან გალეულს - გკოცნი, როგორც გოლეულს! - ასე, ასე ახლობელს, ისე, ისე შორეულს... ვსუნთქავ მე შენს „მის დიორს“, როგორც სივრცეს მისტიურს... სულ პირველი მოდიხარ - ვიცი, არ დამიცდიო... ღრუბლიდან ხარ, ციხიდან ხარ - მე როგორ დაგიმონო! ზუსტად ერთი ციდა ხარ შენ და შენი კიმონო! მთვარეს, უკვე მილეულს, ქვიშნებს, უკვე მოლეულს - ნეტა რა გეშველება კოცნისაგან გალეულს... წუწნისაგან გალეულს - გკოცნი, როგორც გოლეულს! - ასე, ასე ახლობელს! ისე, ისე შორეულს... ვარ ცრემლების ზღვისაგან შენთან გამორიყული! ტაჯმაჰალს მირჩევნია მაგ აივნის რიკული...
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი