სიყვარულის ახსნა (2)
სიცოცხლეს და სიკვდილს შუა სიყვარული ტიხარია სხვა სათქმელი აღარც მე მაქვს - მიყვარხარ და მიხარია! რაის სიყვარულიმეთქი - წინათ მეც მიმიქარია! მეასეჯერ გამიმართლა! მიყვარხარ და მიხარია! ყველა ქალი ლამაზია ყველა კაცი - ჯიგარია არვის ვერჩი, არვინ მერჩის მიყვარხარ და მიხარია! სიცოცხლეს და სიკვდილს შუა, სიყვარული - ტიხარია! მომწონხარ და მინდიხარ და მიყვარხარ და მიხარია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი