ტირადა
მრუში არ ვარ, მაგრამ მიყვარს, ცქერა მიყვარს ტიტვლების - იქ ადგილი აღარ რჩება ჩნ-მედლის და ტიტულების! როცა ვწევართ, ვზივართ, ვდგავართ ასე თანაბარები, ყურში უკეთ გვეყურება უფლის დანაბარები. ნუ გრცხვენია ბავშვობაში ნაშოვნ ტატუირების! - თქვენც გიყვარდეთ! - უტიტულებო დააფასეთ ტიტვლები!
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი