ღამე. "ქართლის ცხოვრება". მძევალი
შენც ხომ გევალება, ჩანგო, ეტრატებში თავი ჩარგო, შენც იქნიო სხვებთან ერთად ხმალი! ხმალი არ ჩააგო! დღისით _ მცხეთის მეციხოვნე, ღამით ფანასკერტელი ვარ! ხვალ რომ ქვა ვარ საგორავი, ზეგ _ არმაზის კედელი ვარ! ვისმა სისხლმაც, წვეთწვეთობით, ის მწვერვალი აათავა: ლომი ცოტნე, ლომი დავით და ბოკვერი _ პაატა ვარ! მე _ ვიყავი! მე _ ვიქნები! მე _ მარადის ვმეორდები! მძევალი ვარ, და დღე-დღეზე თავის მოჭრას ველოდები! და ის მოკვეთილი თავიც უნდა ეტრატებში ჩარგო! ჩანგო, დაიხსომე ჩანგო: ხმალი, ხმალი არ ჩააგო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი