შაბაში
კუმირები მამის _ ლენინი და სტალინი! კუმირები შვილის _ ლენონი და სტალონე! მამას ჰქონდა ერთ დროს ტალონები პურის! შვილს მეტი აქვს: ყველის, შაქრის, ხორცის ტალონი! კოცნით გამშრალ ცრემლებს _ რეაბილიტაციებს მონანიე ყმები მიუტანენ აწ იებს! – ბოდიშს უხდის პრესა მამებს, მკვდრეთით ამდგარებს! ფურცლავს გაზეთს შვილი _ _ აზმორებს და ამთქნარებს! ... საუკუნე მკაცრი სამუშაოს ამთავრებს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი