შესახვევი ჩიხისკენ


წარმოუდგენლად არ მაძლევს კარტი:
განსაკუთრებით - კარტებში - ქალი.
ხდება ცისა და ხდება მიწის ძვრა
ჩემში - ცხრა ბალი (რიხტერის შკალით...).

განშორებისთვის შერჩეულ ზალის
მეც მომწვდა შუქი - უცნაურ ძალის...
იდიოტურად არ მაძლევს კარტი,
და - საოცნებო - კარტებში - ქალი...

შიშის და ფიქრის იკვრება რკალი -
ექიმი მირჩევს, მოვიწვა ხალი...
ეს კარტი მაინც რა იყო, ვითომ -
არ მაძლევს კარტი - კარტებში - ქალი...

სიკვდილ-სიცოცხლის მთავრდება რალი.
საწყალი კაცი...
საწყალი ქალი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი