შეშის დახერხვა დეკემბრის დილით


მოვიდა დიდი თოვლი _ მშიერ შოშიას გაუთოვდა.
მოვიდა დიდი თოვლი _ დიდი ზეწარი გაუთოვდა.
ავალ, გადავკრავ არაყს _ აღარ იქნება უარყობა!
გადი _ გამოდის ხერხი, ვით უარყოფის უარყოფა.
ისევ გამოჩნდა თოვლში შენი თვალების ია ლურჯი!
მსურს სიარული თოვლში, და შენზე ფიქრი სიარულში!
ერთსაც გადავკრავ, ჭოლა! _ აღარ იქნება უარყობა!
... გადი _ გამოდის ხერხი, ვით უარყოფის უარყოფა!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი