ჩიტი ბალახში
ბუდისოდენა საფლავი ეყოფა ლბათ ჩიტს! პატარა უნდა - პატარას, დიდი საფლავი - დიდს! ერთი უბრალო ბეჭედი ცხრას გამოიცვლის თითს! პატარა უნდა - პატარას, დიდი ბეჭედი - დიდს! საფლავზე წასაფარებლად ფოთოლიც ყოფნის ჩიტს! რამდენი ფიქრი გადადის ყოფნა-არყოფნის ხიდს! ვდგავარ და ვუსმენ ცხოვრებას - ასჯერ მოყოლილ მითს! ბუდისოდენა საფლავი ჩიტმა ჩაუგო ჩიტს! პატარა უნდა პატარას, დიდი საფლავი - დიდს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი