ციკლიდან `დაწყვეტილი სერპანტინი`
ღმერთი _ გროსმაისტერი (ირონიული) ატარებს ღმერთი ერთდროული თამაშის სეანსს ექვსნახევარ მილიარდ დაფაზე: «გროსმაისტერმა გაიმარჯვა ყველა შეხვედრაში!» მეზობლები (ცუდი ვარიანტი) ბავშვები _ თოვლის გუნდას ესვრიან ერთმანეთს მოზრდილები _ ტალახისას «ხმელი ფოთოლი» კოპლებიანი ბურთი ცხვირწინ გამომიგორდა. დავარტყი ჩვენი ბავშვებისაკენ! მაგრამ მოიჭრა ჰაერში ბურთი: წავიდა ჩვენი ბავშვობისაკენ! მასწავლებელი ოცდათერთმეტ წელზე მეტია, რაც შენს ხსოვნაში ინახება გაკვეთილისთვის აწეული ჩვენი თითების უნაზესი ანაბეჭდები... მოხუცი ცოლ-ქმარი ჯერ _ აუწევენ ერთმანეთს წნევას, მერე _ ერთმანეთს წნევას უზომავენ! მეორე დღე წარღვნის შემდეგ, ანუ ბიბლიური საუზმე შიშხინებს ცეცხლზე ტრედი, რომელმაც შტო ზეთისხილის მოიტანა: წითელ ღვინოსთან ბატონ ნოეს ფრინველის ხორცი ჰყვარებია!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი