წარმავალობა
ეს ქვეყანა - მაკრო და ის ქვეყანა - მიკრო და მისი ავანცავანი - მიქროდა და მიქროდა... ყელი ყელს და მკერდი მკერდსმიტმასნოდა, მიკროდა. მაგრამ დროც და ქვეყანაც მიქროდა და მიქროდა! ქალაქი უსისხლოთა, ქალაქი უჯიგროთა, ქალაქი უგულოთა - ის ქალაქიც მიქროდა! ცოცხალ საფლავს ცოცხალი ყვავილები მიყროდა, საფლავიც და ყვავილიც - მიქრო-მიქრო-მიქროდა! არავის არ ადარდებდა, იქ რომ ძმა და იქ რო და ღვრიდნენ ცრემლებს მდუღარეს - ის ცრემლებიც მიქროდა ბევრდ ეგონა: ვერცხლი და ალმასი და ოქრო და სხვაც - საუნჯე ათასი - მხოლოდ ჩვენსკენ მოქროდა! ეს ქვეყანა - მაკრო და ის ქვეყანა - მიკროდა მისი ავანჩავანი - მიქრის, როგორც მიქროდა...
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი