წეროები ვარადეროს ცაზე
რა თქმა უნდა, ქმარს უნდა იყოს მისი ცოლი მისი ცოლი კი არა _ ანჯელინა ჯოლი! რა თქმა უნდა, ცოლს უნდა იყოს მისი ქმარი მისი ქმარი კი არა _ ვთქვათ, მორგანი ჰარი! ზოლიანი ზებრა და ვეფხვიანი ზოლი... მოღალატე ქმარი და მოღალატე ცოლი... მაგრამ თუ დასჯერდებით მხოლოდ ფიქრში ღალატს, კაცს _ კაცად არ ჩაგთვლიან და ქალს კიდევ _ ქალად! თუმცა მარტო თბილისში არ ყოფილა ასე: წერო წეროს კოცნიდა და ძერა ძერას კორტნიდა ვარადეროს ცაზე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი