წვიმა
სასაურველი მასალა პროვინციული გაზეთების ბოლო გვერდისათვის _ ორმოცი წლის წინ, საჰარაში, ზღვის თევზების წვიმა მოსულა, ცვივოდა თურმე ციდან ლიფსიტა: ჭანარის, კობრის, ქაშაყის, კეფლის... _ ოცდაცხრა წლის წინ, ცეილონზე მონეტების წვიმა მოსულა. ცვიოდა თურმე ციდან ფულები: შილინგი, პესო, ავღანი, ლევი, ტუგრიკი, ზლოტი, მანეთი, მარკა.. და ფეხშიშველა გლეხის ბიჭები, მაღალ პალმებს შეფარებულნი, იცინოდნენ და ბოჭავდნენ ფულებს... _ უკეთესს გეტყვი: იმ წელს, მარტში, ნამდვილი ცრემლის წვიმა მოსულა. ცვივოდა თურმე ციდან ცრემლები: მოხუცის, ბავშვის, კაცის, ქალების... და წვიმდა თურმე კოკისპირულად. წვიმდა, წვიმდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი