წიგნიდან: იმიტაციები


(ნაწყვეტი)
დაიქცევა ეს ქვეყანა,
დაინგრევა, როგორც ტროა!
დაიშლება სიყვარულის
პა-დე-დე და პა-დე-ტრუა!
შეიყვარეთ ერთმანეთი,
სანამ დროა! უკვე დროა! -
არც მეტი და არც ნაკლები:
ეს სამწუთრო - საწუთროა...

დამაძინოს, ვეხვეწები
სიკვდილს - ანესთეზიოლოგს!
მოეღება ბოლოს ბოლო
მწუხარებას უთავბოლოს!
რა შეგრჩება! - ხვიშტი ერთი!
რას წაიღებ! - მარტო ბოლოკს!
ამინ! იყავ ნება შენი!
ოღნდ სულმა სულ იბოლოს...
სულ იბოლოს...
სულ იბოლოს...

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი