მამა და შვილი
... და სწუხდა მამა: ეს იყო შვილი, მამის კი არა - დედის გენებით! ზრდიდა ალერსით. ზრდიდა მათრახით. ზრდიდა ფერებით. ზრდიდა გინებით! და ასწავლიდა, სად, რანაირად და რატომ უნდა შოვნა იარებს: „ბრიყვო! მთაწმინდას რას დაინახავ, თუ წიწამური არ გაიარე!” ... და არა მარტო დედის გენები - შვილს დარჩა მამის „სუპერ-ფილიპსი”, შვილს დარჩა მამა, როგორც წარსული... შვილს დარჩა მთვარე... ღამე... თბილისი... და მუდამ, როცა ღიმილიანი ფიქრობს, რომ ქვეყნად ყოფნა მართლა ღირს - სულ ენატრება... სულ ენატრება... რად ენატრება მამის მათრახი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი