არაფერი არ გამოვა ამით..
არაფერი არ გამოვა ამით - მხოლოდ სმით და მხოლოდ კაი ჭამით! ამიტომაც ერთ მშვენიერ დამით... რა თქმა უნდა, საყვარელი ღამით... ერთ გადათვლი: „ერთი! ორი! სამი!“ და ცხოვრების ნაგროვები შხამით მიხვალ, სადაც დედისა და მამის სიმშვიდეა ცივ და ყრუ აკლდამის... თავუკუღმა შებრუნდება ჟამი და დასასრულს შეცვლის დასაბამი! იშრიალებს ღამის მოსასხამი! . . . არაფერი არ გამოვა ამით...
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი