გშვენის ლოყაზე ხალილუია..
გშვენის ლოყაზე ხალილუია... მწვავს მიჯნურობის ალილუია... და არსად არის წყალილუია... ალილუია! ალილუია! რკინა ხარ, კლდე ხარ, სალილუია... მენგრევა ხერხემალილუია... აჩენს სიცოცხლეს ქალილუია... მოსპობს იგივე ქალილუია! ალილუია! ალილუია! შენთვის ვიქნიე ხმალილუია! ვკვეთე ხორცი და ძვალილუია! დღეს თვითონ მე საწყალილუია ვკვდები, გშორდები! ალილუია! ალილუია! ალილუია! დახურულია ჩალითლუია ქვეყანა! ნაპერწკალილუია საკმარისია, ალილუია რომ აბრიალდეს! ალილუია! ალილუია! ალილუია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი