ვისი თვალიდან მოწვეთავს..
ვისი თვალიდან მოწვეთავ, ვისას ასველებ ლოყას! შენი უკვდავი წახნაგი ახლა ვის უპეს ლოკავს! უზომო სიხარულის ხარ, თუ უსაშველო დარდის! ვის გამოც გაჩნდი _ მიწაზე ნეტა თუ ისევ დადის... სულ ბოლოს როგორც იმედის _ შენს გამოჩენას ველი! უდაბნოშიც და ციმბირშიც _ ხარ ერთნაირად სველი! ყველაზე დიდო ხელმწიფევ, ყველაზე დიდო მონავ, ვისი სულიდან მოწვეთავ, ვისი ფიქრიდან ჟონავ... ვარ შენთან მუდამ შეთქმული _ თითქმის სამოცი წელი... ჭირშიც და ლხინშიც _ პირველმა სწორედ შენ მომე ხელი... მშურს შენი სტალაქტიტების _ აღმართულების სვეტად! ამ ცოდვილ დედამიწაზე კიდე კაი რომ წვეთავ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი