ვხედავ გზისპირას გამართულ კარვებს..
ვხედავ გზისპირას გამართულ კარვებს, ვხედავ კარვის წინ მოწყენილ კარმენს: კარმენი მღერის! კარმენი ცეკვავს! კარმენი კარმენს ახარბებს კაბებს! და თუმც ღალატის ორჭოფულ ნიჭით სავსეა ახლაც არსება მისი _ ვის უღალატოს! _ სადღაა ბიჭი, მისი უკვდავი ღალატის ღირსი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი