ივლისის თვე..
ივლისის თვე - შენი თვეა - ლუდის აქაფქაფების დრო! თანაც ცხვირწინ გაუხსნიათ დიდებულ კაფე-ბისტრო! ისევ ამირანასთან ხარ! - ერთად ხვდებით დილის სისხამს! - არ ვსვამ! - კი სვამ! - ის იცინის და „აბსოლუტ ვოდკას“ გისხამს! ამ ცხოვრებას - თან მწარეს და თან უფერულს - არაყივით - კიდევ კარგი, ზოგ-ზოგივით არ ენდე და არ აყევი! სულ ასეა: ჩაგაფიქრა არყოფნის და ყოფნის არსმა! - სულ ერთია არწევა და წევა, ანდა სმა და არსმა... ამ „აბსოლუტ ვოდკასავით“ გაქრები და განქარდები... ფრიალ-ფრიალ წავლენ ცისკენ შენი უჯრის ქაღალდები! მაინც გიყვარს ივლისის თვე - ლუდის აქაფქაფების დრო! „მაშ, დალიეთ! მაშ, გიყვარდეთ! მაშ, ეწვიეთ კაფერ-ბისტროს!“
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი