მაგრამ ცხოვრება რაა?..


მაგრამ ცხოვრება რაა?
(იქნებ ცხოვრება არის
სიკვდილის გამოსახმობად ჩამორეკილი ზარი!..)

-ზარს ნუ აწვალებ, ბიჭი!
-ახ, შე ეშმაკო, შე!
ღიაა კარი. კარები.
კარი. კარები. კარი.
ო, ღმერთო! ეს ხომ ბავშვი...
ეს ხომ მთლად ბავშვი არის!
შეწვდა ხოტორა ბიჭი - რეკავს მეზობლის ზარი...
ზზზზზ! - რეკავს და რეკავს!
ზზზზზ! რეკავს და რეკავს!
ყველანი სახლში იყვნენ!.. ახლა არავინ არის!..
მარადიული თრთოლვა
მტვრით დაფარული მთვარის
გართმევს კიბეზე ასვლის
ღონეს და ბავშვურ ხალისს!..
საით წავიდნენ მაინც... სად იქნებიან,
ნეტავ
ყოველთვის სახლში იყვნენ... ახლა არავინ არის!..

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი